ხვიჩია მთავრობის წარმომადგენლებს: თქვენ არ გჯერათ თავისუფალი საზოგადოების

“გირჩის” წევრმა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენების განხილვა მიმდინარეობს, ნარკოპოლიტიკის მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება.

„რაც უფრო მკაცრდება სასჯელი, იზრდება არა მხოლოდ ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა, არამედ სხვადასხვა მიზეზით დახოცილ ადამიანთა რაოდენობა, მაგალითად, ზედოზირებით, რადგან ვერ რეკავენ პოლიციაში ამ მიმართულებით მკაცრი და სასტიკი კანონმდებლობის გამო. რეალურად, ჩვენ მივდივართ იმ ქვეყნის მშენებლობისკენ, რომელსაც არ სჯერა ადამიანის თავისუფლების. „ქართულ ოცნებას“ არ სჯერა თავისუფალი ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოების“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.