ავიცერი “ფაიზერით” – თენგიზ ცერცვაძე ორივე დოზით აცრილია

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის,  თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ის უკვე სრულად აცრილია.

“მე უკვე დავამთავრე ვაქცინაცია. ავიცერი ორივე დოზით, – “ფაიზერის” ვაქცინით”, – თქვა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, თენგიზ ცერცვაძემ და მისმა მეუღლემ კორონავირუსი უკვე გადაიტანეს.