ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

რუსთავში, კოსტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთეს “მერსერედესისა” და “აუდის” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

როგორც ტვ4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ავტომობილებილებში მყოფ პირებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ და მათი კლინიკაში გადაყვანის საჭიროება არ იყო.

შეჯახების შედევად, დაზიანებულია ასევე ჯებირი და განათების ბოძი.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.