ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევთან.
ერთმანეთს ტოიოტასა და მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.
TV4-ის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ტოიოტას მარკის ავტომობილში 6, ხოლო მერსედესის მარკის ავტომობილში 2 მგზავრი იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო, სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები.