გორი-იგოეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამი ექიმი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციიით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი, წეროვანთან, საავტომობილო გზაზე შეეჯახა.
სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებული ექიმები სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით, სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.