რჩევა მაქვს გახარიას მიმართ, პრემიერი აღარ არის, ოპოზიციაშია და გულწრფელად ილაპარაკოს, მიკიბულ-მოკიბულ ლაპარაკს თავი დაანებოს, – “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი, , ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუშინდელ ინტერვიუს აფასებს.
როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, გიორგი გახარია სულ მინიშნებებით ლაპარაკობს და სწორედ ამიტომ, ურჩევს რომ გულწრფელად ილაპარაკოს.
„მისი ინტერვიუს ერთ ფრაგმენტს ვუყურე და დიდ შეფასებას ვერ გავაკეთებ. რჩევა მაქვს გახარიას მიმართ, უფრო გულწრფელად ილაპარაკოს. როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ვერ გამოდის და სულ მინიშნებებით და სამაზროვანი წინადადებებით ლაპარაკობს. პრემიერი და შს მინისტრი აღარ არის, ოპოზიციაშია და გულწრფელად ილაპარაკოს, მიკიბულ-მოკიბულ ლაპარაკს თავი დაანებოს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.