ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ჩემპიონია

რუსთაველი ნიჩბოსანი, ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ჩემპიონია. მან 18 წლამდელებს შორის ერთიანი კანოეთი 1000 მეტრიან დისტანციაზე გაცურა და პირველი ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანოეს ეროვნული ნაკრები პოლონეთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ასპარეზობს.