ალექსი წივწივაძე ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

რუსთაველი ნიჩბოსანი ალექსი წივწივაძე, საქართველოს ნაკრებთან ერთად, პოლონეთში, ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა.

შეჯიბრი იუნიორებსა და 23-წლამდელთა შორის გაიმართება. პოზნანში ჯამში 35 ქვეყნიდან, 800-მდე სპორტსმენი მოიყრის თავს. იუნიორებში 355 მონაწილე, 23-წლამდელებში კი 400-მდე  სპორტსმენი იასპარეზებს.