ამერიკაში ქართველი ემიგრანტი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

ამერიკაში 21 წლის ქართველი ემიგრანტი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

გარდაცვლილის ოჯახი ყვარლის მუნიციპალიტეტიდანაა. ახლობლების ინფორმაციით, ისინი ათეულ წელზე მეტია, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში ცხოვრობენ.

როდის გადმოასვენებენ ახალგაზრდას საქართველოში, ჯერჯერობით უცნობია.

ოჯახი საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე დაუკავშირდა.