აშშ-მა ალცჰაიმერის სამკურნალო ახალი პრეპარატი დაამტკიცა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დაახლოებით 20 წლის განმავლობაში პირველად, ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალოდ ახალი პრეპარატი დაამტკიცა.

სავაჭრო სახელწოდებით გამოშვებული პრეპარატი Aducanumab დემენციის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრისკენ არის მიმართული.  ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

აშშ-ის სურსათისა და პრეპარატების კონტროლის წარმომადგენლების განცხადებით, მიიღეს საკმაოდ “ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ პრეპარატი ანადგურებს ამილოიდს” – ცილას, რომელიც ადამიანის ტვინში ქმნის ფირფიტებს, რომლებიც კოგნიტურ პრობლემებს იწვევს.

მარეგულირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ ამ მეთოდით მკურნალობა პაციენტებს მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს.

“დიახ, ბევრი დავა იყო, ისევე როგორც ბევრი მონაცემი, რომლის თაობაზეც ადამიანებს განსხვავებული მოსაზრებები გაუჩნდათ. მნიშვნელოვანია, რომ სურსათისა და პრეპარატების კონტროლის ხელმძღვანელობამ სწრაფი დამტკიცების პროცედურის ფარგლებში პრეპარატი დასაშვებად ცნო. სწრაფი დამტკიცება – უიშვიათესი მოვლენაა. ის განკუთვნილია მხოლოდ იმ დაავადებებისთვის ან მდგომარეობისთვის, რომლებიც თანამედროვე მედიცინის მიერ არადამაკმაყოფილებლად კორექტირდება,” – განაცხადა ალცჰაიმერით დაავადებულთა ასოციაციის წამყვანმა მკვლევარმა, მარია კარილიომ.

დამატებითი დაზუსტებების მოლოდინში ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტები მკურნალობისადმი ხელმისაწვდომობას მიიღებენ.