ახალი ქართველი მილიარდერი, რომელიც „ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგში დაწინაურდა – 45 წლის მიხეილ ლომთაძე ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi- ს წილის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორია.
აპრილში “კასპის“ დამფუძნებელი რეიტინგში 804-ე პოზიციაზე იყო და მისი ქონება 3,8 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.
დღეის მონაცემებით ის რეიტინგში 711-ე ადგილს იკავებს და მისი ქონება 4.3 მლრდ დოლარად არის შეფასებული.
მიხეილ ლომთაძე ბათუმში 1975 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ სწავლა ამერიკის შეერთებული შტატების ჰარვარდის ბიზნესსკოლაში გააგრძელა, რომელიც 2002 წელს მაგისტრის MBA ხარისხით დაასრულა.
Kaspi ყაზახეთში არსებული უმსხვილესი საგადასახადო ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიაა, რომელსაც ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
2020 წლის ოქტომბერში Kaspi-ს აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების შემდეგ, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 6,5 მილიარდ დოლარს მიაღწია.
Forbes-ის ინფორმაციით, 2019 წელს ლომთაძის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ 1,3 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც 515 მილიონი წმინდა მოგება იყო.
წყარო: პრაიმტაიმი









