ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში- ხახულის არხში მიკროავტობუსი გადავარდა. Tv25-ის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლს ჩაეძინა, რა დროსაც იგი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-მ ადმინისტრაციული მოკვლევა დაიწყო.









