ბათუმში მიკროავტობუსი არხში გადავარდა

ფოტო: Tv25

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში- ხახულის არხში მიკროავტობუსი გადავარდა. Tv25-ის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლს ჩაეძინა, რა დროსაც იგი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-მ ადმინისტრაციული მოკვლევა დაიწყო.