ბიტკოინის ფასი შესაძლოა $20,000-მდე დაეცეს – ექსპერტების შეფასება

ბიტკოინის ფასი , შესაძლოა, $20 000-მდე დაეცეს – ანალიტიკოსების აზრით, ბიტკოინისთვის კიდევ ერთი ცუდი კვირა უარესი პერსპექტივის დასაწყისი იქნება.

Oanda-ს, Evercore-ის და Tallbacken Capital Advisors-ის შეფასებებით, 9 მაისის მდგომარეობით, ბირკოინის ფასი $33 000 ფარგლებში მერყეობს და ივნისში 10%-ით არის შემცირებული.

„ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა სახიფათოდ უახლოვდება $30,000 დონეს, რაც შესაძლოა მასიური გაყიდვების იმპულსი გახდეს“,- განაცხადა ედვარდ მოიამ, Oanda Corp-ის უფროსმა ანალიტიკოსმა.

აპრილში დამყარებული რეკორდული ფასის შემდეგ, ბიტკოინის ღირებულებამ $32,000-ით იკლო, რასაც ხელი შეუწყო მილიარდერი ელონ მასკის კრიტიკულმა განცხადებებმა, ისევე როგორც ჩინეთის მხრიდან განახლებულმა რეგულაციურმა აქტივობებმა.

აშშ-ის ხელისუფლების მიერ დიდი ოდენობის ბიტკოინის გამოსყიდვის შესაძლებლობამ ასევე ეჭვქვეშ დააყენა იდეა, რომ ის მთავრობის კონტროლს არ ექვემდებარება.

თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ოპტიმისტურად უყურებენ ბიტკოინის გრძელვადიან პერსპექტივებს. მაგალითად, MicroStrategy-მ გაზარდა ობლიგაციების გაყიდვა $500 მილიონით მეტი ბიტკოინის შესაძენად. MicroStrategy კრიპტოვალუტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური საჯარო კომპანია გახდა.

აპრილის შუა რიცხვებში ბიტკოინის ყველაზე მაღალი მაჩვენებლიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, Tallbacken Capital Advisors ამტკიცებდა, რომ კრიპტოვალუტის მიმართ ენთუზიაზმი ძალიან საეჭვოა.

“რამდენად დაბლა შეიძლება დაეცეს მისი ფასი? ყველაზე აშკარა პასუხი იქნებოდა კვლავ $20,000-იანი დონე“,- აღნიშნა Tallbacken Capital Advisors-ის ანალიტიკოსმა.

წყარო: ბიზნესფორმულა

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ერიკ ლამი