დავით შერაზადიშვილი ბოლნისელ სპორტსმენს გურამ გიორბელიძეს წლის საუკეთესო დებიუტანტ ფეხბურთელად დასახელებას ულოცავს.
,,გაზეთ „სარბიელის“ ტრადიციულ გამოკითხვაში, 81-მა სპორტულმა ჟურნალისტმა საქართველოს 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო დებიუტანტ ფეხბურთელად ბოლნისელი სპორსტმენი, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ავსტრიული „ვოლფსბერგის“ წევრი გურამ გიორბელიძე დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ გურამი ნომინაციის პირველი გამარჯვებული გახდა. მთელი გულით ვულოცავ გურამს ამ გამარჯვებას. მან უკვე არაერთხელ ასახელა ჩვენი მუნიციპალიტეტი და მისით თითოეული ბოლნისელი განსაკუთრებით ვამაყობთ. მინდა, გურამს საკლუბო და სანაკრებო კარიერაში წარმატებები ვუსურვო. მჯერა, ის მომავალში არაერთ საფეხბურთო მწვერვალს დაიპყრობს!” – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.