ბოლნისიდან 15 წლის გოგო გაიტაცეს – მოზარდი დღეს იპოვეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან 15 წლის გოგო გაიტაცეს – გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გოგო იპოვეს და ამ დროისთვის ის, გამტაცებელთან ერთად, გამოკითხვაზე იმყოფება.

შემთხვევა 3 ივნისს, ბოლნისის  სოფელ ნახიდურში მოხდა. როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, არასრულწლოვანი 21 წლის ბიჭმა იმ დროს გაიტაცა, როცა ის სკოლაში მიდიოდა. 21 წლის მამაკაცი სოფელ ყარაჯალარის მკვიდრია.

მომხდარზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.