ბოლნისის სასამართლომ მოძრაობა “საქართველოსთვის” 5 წევრი გაამართლა

ბოლნისის სასამართლომ მოძრაობის “საქართველოსთვის” ხუთი წევრი გაამართლა, ხოლო ერთ-ერთ წევრს,  ნიკა ნარსიას 2 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

სასამართლო განიხილავდა 29 აპრილს მერიასთან მიმდინარე აქციაზე მომხდარ ფაქტს, სადაც მოძრაობის წევრის, გიორგი მუმლაძის ძმის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებდნენ.

მუმლაძემ მერიაში შესვლა სცადა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.