გაბუნია: ვაქცინაციის პროცესი დაგეგმილი იყო მესამე კვარტალიდან, ასეც მოხდება

ვაქცინაციის გეგმის თანახმად ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაგეგმილი იყო მესამე კვარტალიდან და ეს ასეც მოხდება, – ამის შესახებ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„გამომდინარე გლობალური მოწოდების პრობლემებიდან და მთელი რიგი ბაზრის ანალიზის საფუძველზე ჩვენ იმის მოლოდინი არც არასდროს გვქონია, რომ მასობრივი ვაქცინაციის დაწყების შესაძლებლობა გვექნებოდა მარტში ან აპრილში. ის ერთეული დოზები, რომელიც ჩვენ კოვაქსიდან მივიღეთ, ეს იყო სასტარტო პერიოდისთვის, რაც ქვეყანამ გაიარა. ჩემი შეფასებით, ყველაფერი, რაც ქვეყანაში ვაქცინების მობილიზებისთვის შეიძლებოდა გაკეთებულიყო, ნამდვილად შესრულდა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.