“გადაიფურცლა ეს გვერდი, მივდივართ წინ” – ნიკა მელია პარლამენტში მივიდა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია პარლამენტში მივიდა- როგორც მელია ამბობს, ენმ-ს წევრები მნიშვნელოვან საკითხებში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას.

„ქართული ოცნება“ ქვეყნის მართვისთვის რომ არ არის მზად და არც ყოფილა, არცერთ ეტაპზე და არც ყოფილა მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეს ნამდვილად რბილად რომ ვთქვათ, გულდასაწყვეტია და დღევანდელი გადასახედიდან უკვე ტრაგიკული.

ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩავთვალეთ საჭიროდ რომ არის მისაღები და სხვა პარტიებმა, დიდი პატივისცემით, მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ ჩათვალეს. გადაიფურცლა ეს გვერდი, მივდივართ წინ” -აცხადებს ნიკა მელია.