დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სანამ საქართველოში მოსახლეობის 30-40% არ აიცრება, რეგულაციების დაცვა მოგვიწევს.
როგორც გამყრელიძე ამბობს, ამ ეტაპზე პირბადეზე უკეთესი დაცვის საშუალება არ არსებობს.
“სანამ არ აიცრება მოსახლეობის, სულ მცირე, 30-40%, პირბადე უნდა ვატაროთ. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა არ ატარებენ პირბადეს ან არასწორად ატარებენ. მესმის, რომ რთულია, ზაფხულია, თბილა, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე უკეთესი დაცვის საშუალება არ არსებობს. ამიტომ, პირბადე, სანამ არ ავიცრებით საკმაო რაოდენობის ადამიანები. ასევე, დავიცვათ დისტანცია და მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს.”-აცხადებს ამირან გამყრელიძე.









