განათლების ცუდი სისტემის მქონე ქვეყნებს შორის საქართველო მე-5 ადგილზეა

განათლების ცუდი სისტემის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო მე-5 ადგილს იკავებს. საქართველოზე ცუდი მაჩვენებელი აქვთ ბირმას, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, დომინიკის რესპუბლიკასა და ეკვატორულ გვინეას.

საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს მონაკოს, პაკისტანს, შრი ლანკასა და ზამბიას.

ყველაზე განათლებული ქვეყნების ერთ-ერთი განზომილება განათლების საუკეთესო სისტემის მქონე ქვეყნების ჩამონათვალია, რომელიც გამოქვეყნებულია US News & World Report-ში.

რეიტინგები სამ ფაქტორს ემყარება: კარგად განვითარებული საზოგადოებრივი განათლების სისტემა, მაღალხარისხიანი განათლება და განიხილავენ თუ არა რესპონდენტები სწავლას საკუთარი ქვეყნის უნივერსიტეტში.

ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილს დიდი ბრიტანეთი იკავებს. მეორე ადგილზეა შეერთებული შტატები, სადაც კურსდამთავრებულთა დაახლოებით 70% სწავლას უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე აგრძელებს. მესამე ადგილზეა კანადა, მას მოსდევს გერმანია და საფრანგეთი.

კვლევის თანახმად, განათლების ცუდი სისტემის ჩამოყალიბების მიზეზი შეიძლება იყოს შიდა კონფლიქტები, ეკონომიკური პრობლემები, ან საგანმანათლებლო პროგრამების არასაკმარისი დაფინანსება.

წყარო: ბიზნესფორმულა