“გარდაბანი” “სპორტუნი 2021”-ს დაუპირისპირდა

საფეხბურთო კლუბი “გარდაბანი” რეგიონული ლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში “სპორტუნი 2021”-ს დაუპირისპირდა.

შეხვედრა გარდაბნის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა უპირატესი გამარჯვებით, ანგარიშით 4-0 დასრულდა.

საფეხბურთო კლუბი “გარდაბანი” რეგიონული ლიგის სატურნირო ცხრილში კვლავ პირველ ადგილს იკავებს.