გარდაბანმა ლევან დევდარიანის სახელობის ჩემპიონატს უმასპინძლა

გარდაბნის მუნიციპალიტეტმა, ფრენბურთში აგვისტოს ომის გმირის ლევან დევდარიანის სახელობის ჩემპიონატს უმასპინძლა.

ჩემპიონატში მონაწილეობა 12-მა გუნდმა მიიღო. მათ შორის იყო თავდაცვის სამინისტროს გუნდი “არმია”, რომელთა რიგებშიც ლევან დევდარიანი წლების მანძილზე ირიცხებოდა.

დაძაბული თამაშის შემდეგ ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი “ლეკოსანსი” გახდა, რომელიც შეჯიბრს სვანეთიდან შემოუერთდა. მეორე ადგილი გორის გუნდმა დაიკავა, მესამე კი სვანეთის გუნდმა “ჟახუნდერმა”. ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ, გორის გუნდის წევრი გიორგი ყიფშიძე დასახელდა.

გამარჯვებულებს თასები მედლები და სიგელები, მუნიციპალიტეტის მერმა-რამაზ ბუდაღაშვილმა, მერის პირველმა მოადგილე-დავით კარგარეთელმა და საკრებულოს თავმჯდომარე-ტარიელ ჯანხოთელმა გადასცეს.

ყოველწლიური ჩემპიონატი, ტრადიციულად გარდაბნის მერიის ა(ა)იპ სპორტული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.