გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგი გეგმიური სხდომა გაიმართა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრულ 15 საკითხზე იმსჯელეს და ხმათა უმრავლესობით დადებითად გადაწყვიტეს.
სხდომაზე განიხილეს: გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სპორტსმენების, მათი მწვრთნელების დაჯილდოებისა და მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების საკითხები, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება– მრეწველები“ დაფუძნებისა და ფრაქციის თავმჯდომარის არჩევისა და „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების საკითხები.