გახარია: ვინმეს თუ ჰგონია, მე რაიმე კომპლექსს გამიჩენენ, ვერ გამიჩენენ

ვინმეს თუ ჰგონია, იმის წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გააკეთე, მე რაიმე კომპლექსს გამიჩენენ, ვერ გამიჩენენ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა,   გიორგი გახარიამ განაცხადა.

ყოფილი პრემიერი დღეს ბათუმში ჩავიდა.

“ვინმეს თუ ჰგონია, იმის წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გააკეთე, მე რაიმე კომპლექსს გამიჩენენ, ვერ გამიჩენენ ელემენტარული მიზეზის გამო, ის, რაც ვერ გავაკეთეთ, (ვაღიარებ, რომ ბევრი რამ ვერ გავაკეთეთ) არის ის ძირითადი მოტივაცია და ძირითადი პასუხისმგებლობა, რომ ბევრად უკეთესად, ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურად გავაკეთოთ ეს ყველაფერი” – განაცხადა გიორგი გახარიამ.