შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი – ვინ იქნებიან ახალი ფრაქციის წევრები

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპარლამენტო ფრაქციაში ერთიანდებიან.

ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის წევრმა, ხათუნა სამნიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით,  ფრაქციას “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” ერქმევა.

“ეს ფრაქცია შეიქმნა შეთანხმების დოკუმენტის საფუძველზე. ამ ფრაქციაში გაერთიანებულია სამი პოლიტიკური პარტია და ინდივიდუალური დეპუტატები, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი – მეტის თავისუფლება”, “რესპუბლიკური პარტია” და დამოუკიდებელი დეპუტატები”, – განაცხადა სამნიძემ.

ფრაქციაში შვიდი დეპუტატი იქნება: გიორგი ვაშაძე, ზურა ჯაფარიძე, პაატა მანჯგალაძე, თეონა აქუბარდია, ტარიელ ნაკაიძე, ხათუნა სამნიძე და გრიგოლ ვაშაძე.

ფრაქციის ხელმძღვანელი ხათუნა სამნიძე იქნება, თავმჯდომარის მოადგილე კი პაატა მანჯგალაძე.