„გირჩი“ საარჩევნო რეფორმას მხარს დაუჭერს

ოპოზიციონერი დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ „გირჩი“ საარჩევნო რეფორმას მხარს დაუჭერს.

როგორც ჟურნალისტებს მეგრელიშვილმა განუცხადა, მნიშვნელოვანია, შარლ მიშელის შეთანხმება შესრულდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ „საარჩევნო კოდექსში“ არაერთი ცვლილება შევიდა, რომელსაც მაინც და მაინც არ ვეთანხმებით და არც ბედნიერები ვართ ამის გამო, ვინაიდან ამ თემაზე შემდგარია პოლიტიკური მხარეების კონსესუსი, ჩვენი გარკვეული პრეტენზიების მიუხედავად, ამ ცვლილებებს მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.