„გირჩის“ ოფისში პარტიისა და „სამეფოს თავკაცი“ ოთო ზაკალაშვილი წარადგინეს. პარტიის ლიდერების ცნობით, ზაკალაშვილი ამავდროულად იქნება „გირჩის“ საარჩევნო კამპანიის მენეჯერი და თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატი.
ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, პარტია ამომრჩეველს კრეატიულ საარჩევნო კამპანიას შესთავაზებს.
„ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები, პირველი არის „გირჩის“ შენარჩუნება და მეორე – „გირჩის“ პროგრესის ფუნქცია. ამ არჩევნებზე პროგრამა მინიმუმი არის საპარლამენტო არჩევნების შედეგის განმეორება. გვექნება კრეატიული კამპანია, გიჟური იდეებით“, – განაცხადა ჰერმან საბომ.