საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მეშველიანი ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში “სინოვაკით” აიცრა.
მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, პანდემიასთან ბრძოლისა და მისი დამარცხების საუკეთესო საშუალება საყოველთაო ვაქცინაციაა.
„პანდემია, რომ დავამარცხოთ და დავიცვათ ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა, საუკეთესო გამოსავალი ვაქცინაციაა.
მადლობა ბოლნისის ცენტრალურ კლინიკას, მის თითოეულ თანამშრომელს, კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დგომისა და არაერთი სიცოცხლის გადარჩენისთვის.“ – განაცხადა გოგი მეშველიანმა