გორში 42 წლის მამაკაცი მოკლეს. მკვლელობა ვერხვების დასახლებაში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც კლინიკა “გორმედში” აცხადებენ, პაციენტის მდგომარეობა სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას კრიტიკულად მძიმე იყო, მას გამჭოლი ჭრილობა აღენიშნებოდა. ექიმებმა მისი გადარჩელა ვერ შეძლეს.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.