“ფქვილის სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებას არ ვგეგმავთ. ამ სეზონზე ადგილობრივ ბაზარზე შემოდის ხორბლის მოსავალი, ამასთან ხორბლის ფასმა ბაზარზე დაიწია და პურის ფასი, შესაბამისად, წესით არ უნდა გაძვირდეს” -ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბოლნისში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.
დავითაშვილი ბოლნისის მუჯნიციპალიტეტში, უწყების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, კომპანია “არ-ემ-ჯი გოლდის” მიერ გარემოსდაცვითი პროექტებისა და ღონისძიებების განსაზღვრულ ვადაში შესრულების კონტროლს ახორციელებს.