“მიმდინარე წელს პანდემიის გავლენის შემცირებასთან ერთად, ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი დაიწყო, რაც ძალიან კარგია. ასევე უნდა აღინიშნოს, პანდემიის დროს გამოიკვეთა მთელი რიგი გამოწვევები და იმ სფეროების პერსპექტივები დავინახეთ, რომლის განვითარებაც შეიძლება.
მაგალითად თანამედროვე ტექნოლოგიები, დისტანციური სერვისები, ლოჯისტიკა, საერთაშორისო გადაზიდვები. უფრო კონკრეტულად რომ ჩავშალოთ, ონლაინ კლინიკების პლატფორმის განვითარება, ონლაინ სწავლების დახვეწა და გაუმჯობესება, დისტანციური სერვისების სხვა ეტაპზე გადაყვანა.
მაინტერესებს, ხომ არ აქვს მთავრობას კონკრეტული ხედვა და გეგმა ამ სფეროებში, ასევე წამახალისებელი ღონისძიებების კუთხითაც,- ამ კითხვით მიმართა პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
საკანონდებლო ორგანოში მთავრობის მეთაური წლიურ ანგარიშს და ათწლიან სამოქმედო გეგმას წარადგენს.







