დაპირისპირება დმანისში – ქვემო ქართლის პოლიციამ ძალადობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დმანისში – ქვემო ქართლის პოლიციამ ძალადობის ბრალდებით ოთხი  პირი დააკავა

დაკავებულები არიან: 1993 წელს დაბადებული ნ.ა., 1999 წელს დაბადებული ლ.ო. და წარსულში ნასამართლევები – 1992 წელს დაბადებული ნ.მ. და 1993 წელს დაბადებული ნ.მ.

მათ ბრალად ედებათ ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 10 ივნისს, დმანისში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ნაცნობს – 1982 წელს დაბადებულ ლ.ნ.-ს და მის თანმხლებ პირებს – 1983 წელს დაბადებულ ე.ნ.-ს და 1984 წელს დაბადებულ რ.მ.-ს.

პოლიციამ ოთხივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს” – აცხადებენ შსს-ში.