დაუდგენელი ნარკოტიკის მიღების შემდეგ ახალგაზრდები კომაში ჩავარდნენ

მცხეთა-მთიანეთის სოფელ ძნელისში სამმა ახალგაზრდამ გაურკვეველი ნარკოტიკული ნივთიერება მიიღო, რამაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა. გავრცელებული ინფრომაციით, ახალგაზრდები კომაში ჩავარდნენ. ორი მათგანი ამ დრომდე მცხეთაში “ჯეო ჰოსპიტალში” რჩება, რეანიმაციულ განყოფილებაში.

როგორც ცნობილი გახდა, მესამე  ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის მდგომარეობიდან გამოვიდა.  პოლიციამ ახალგაზრდა უკვე დაკითხა.