დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველზე მდებარე ნაზარლების ტერიტორიაზე, რამდენიმე ჰექტარ ფართობზე ხორბლის მოსავალი დაიწვა.
ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი თავდაპირველად ნამკალ ადგილას გაჩნდა და შემდეგ დანარჩენ ფართობზე გავრცელდა.
ადგილზე მობილიზებული იგო კახეთის რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის რვა ეკიპაჟი. ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა.
ამ ეტაპზე შირაქში ხანძარი ლიკვიდირებულია.