ევროკავშირი Google-ის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს

ევროკავშირი  Google-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიურ გამოძიებას იწყებს. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

გამოძიება შეაფასებს, დაარღვია თუ არა საძიებო გიგანტმა კონკურენციის წესები, კონკურენტებთან შედარებით საკუთარი ინტერნეტ-ჩვენების სარეკლამო ტექნოლოგიების სასარგებლოდ.

გამოძიება ასევე შეამოწმებს, აქვს თუ არა Google-ს უსამართლოდ დაბლოკილი კონკურენტების წვდომა მომხმარებლის მონაცემებზე და ასევე შეისწავლის კონფიდენციალურობის ცვლილებებს, რაც ეტაპობრივად შეწყვეტს რეკლამის განმათავსებლებისთვის წვდომას ქუქი-ფაილსებსა და მონაცემებზე.

ევროკავშირმა პირველად შეისწავლა ონლაინ რეკლამის შავი ყუთი, სადაც Google ავტომატურად ითვლის და სთავაზობს სარეკლამო ადგილსა და ფასებს რეკლამის განმათავსებლებს და გამომცემლებს. მანამდე ევროკავშირის კითხვები ფოკუსირებული იყო ონლაინ-შოპინგის საძიებო რეკლამებზე, მობილური ტელეფონების რეკლამებსა და სარეკლამო კონტრაქტებზე.

ციფრულ რეკლამაზე დანახარჯმა ევროკავშირში 2019 წელს დაახლოებით 20 მილიარდი ევრო შეადგინა. ევროკავშირის ჯარიმები ამ მხრივ გაყიდვების ღირებულებას ეყრდნობა და წლიური შემოსავლის 10%-ს შეადგენს. Google-ი ამ დრომდე ევროკავშირის მიერ $9 მილიარდზე მეტით უკვე დაჯარიმდა.

თავის მხრივ, Google-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ათასობით ევროპული კომპანია მის სარეკლამო პროდუქტებს იყენებს და ამით ახალი კლიენტების მოზიდვას ახორციელებს“.კომპანიაში ამბობენ, რომ ეს  იმიტომ ხდება, რომ „სერვისები კონკურენტუნარიანი და ეფექტიანია“.

მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით, 2019 წელს ევროკავშირში ციფრული რეკლამის ბაზრის მოცულობამ 20 მლრდ ევრო შეადგინა.

მსგავსი ბრალდების გამო რამდენიმე თვის წინ საფრანგეთმა Google 267 მლნ ევროთი დააჯარიმა. ამის შემდეგ კომპანიამ განაცხადა, რომ თავის პოლიტიკაში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს.