ფეხით გამოგათრევთო, მე რომ მპირდებოდნენ და თავისი ფეხით შემოდიან ახლა, როგორ უნდა ჩამხედონ თვალებში?- წინ უნდა გაეხედათ, სანამ ტუჩები ჰქონდათ დალურჯებული ჩვენი ლანძღვით, – აცხადებს „მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლა შეაფასა.
მისი თქმით, ენმ პარლამენტში “გაბანძებული” შედის.
„ხომ დადასტურდა, რომ ცამდე მართლები ვიყავით. ხომ დადასტურდა, რომ ასე უნდა მომხდარიყო. ამაზე ვაფრთხილებდით „ნაციონალურ მოძრაობას” – ნუ ხართ უგულავას და ბოკერიას აყოლილები. ამიტომ არიან ასეთ დღეში. შემოდიან გაბანძებულები. 5 კითხვა მაქვს და მინდა დავუსვა „ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც ეხება მათ შემოსვლას.
ფაქტია, რომ ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ აღმოაჩნდა არც პოლიტიკური ალღო, არც პოლიტიკური პრაგმატიზმი და არც ამ ქვეყნის სიყვარული. აწვალეს ქვეყანა. ჩვენ შემოვედით თებერვლის დასაწყისში, თვითონ შემოდიან ივნისის დასაწყისში. რა განსხვავებაა? თვითონაც ახდენენ პარლამენტის ლეგიტიმაციას? ჩვენ რომ გვეუბნებოდნენ, ივანიშვილის პარლამენტის ლეგიტიმაციას ახსენთო. თვითონ რას აკეთებენ? 18-ჯერ მეტნი არიან ჩვენზე, ანუ 18-ჯერ მეტჯერ ახდენენ პარლამენტის ლეგიტიმაციას? წინ უნდა გაეხედათ, სანამ ტუჩები ჰქონდათ დალურჯებული ჩვენი ლანძღვით. წინ უნდა გაეხედათ, რომ აქ მოსვლა მოუწევდათ”,- განაცხადა ელისაშვილმა.