ეპიდვითარება ბაღებში- როდის დასრულდება სასწავლო წელი[ვიდეო]

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების მე-40  ფილიალი სასწავლო პროცესს ხვალიდან განაახლებს, –  ამის შესახებ TV4-ს რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა განუცხადა. ბაღში სასწავლო პროცესი 2 კვირის წინ, კორონავირუსის დადასტურების გამო შეწყდა.

ამ დროისთვის, ქალაქში არსებულ სხვა საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. სააღმზრდელო პროცესი თვის ბოლოს დასრულდება.