თამარ ჟვანიას გადაწყვეტილება არის სწორი, რადგან ისეთი ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რაც ვნახეთ, ეს ნაბიჯი მას უფრო ადრეც უნდა გადაედგა, – ამბობს „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ჟვანიას ცესკოს თვამჯდომარეობიდან გადადგომას გამოეხმაურა.
„ჩვენ ახლა უნდა ვიზრუნოთ, რომ მართლაც ისეთი თავმჯდომარე იყოს არჩეული, რომელიც შეძლებს, თვითმმართველობის არჩევნების იმგვარად ჩატარებას, რომ წლევანდელმა არჩევნებმა რეალური შედეგი მოგვცეს და ადამიანების ხმის მიტაცება არ მოხდეს.
არსებობს შანსი, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე კონსენსუსით ავირჩიოთ, ანუ, 2/3-ის მხარდაჭერა მიიღო, მაგრამ ამისთვის საჭიროა კანდიდატი შერჩეული იყოს ფართო კონსენსუსის საფუძველზე, მათ შორის სამოქალაქო სექტორის ჩართულობით და წარმოდგენილი იყოს ისეთი პიროვნება, რომელსაც ექნება სათანადო რეპუტაციაც, იქნება დამოუკიდებელი, ექნება ყველა პროფესიული თვისება, რაც საჭიროა თავმჯდომარისთვის. ამ შემთხვევაში დიდი შანსი იქნება, ასეთ კანდიდატს მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.









