ეს საქართველოში ნაკლებად საშიშია – რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

ინდოეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ და გამოჯანმრთელების პროცესში მყოფ პაციენტებში, მუკორმიკოზის ანუ ე.წ.„შავი სოკოს“ შემთხვევები ფიქსირდება.

მეცნიერების ინფორმაციით, მუკორმიკოზი საკმაოდ იშვიათი სოკოვანი დაავადებაა, რო­მე­ლიც და­ბა­ლი იმუნუ­რი სის­ტე­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში იჩენს თავს.

ინფექცია თვალებს, ყურსა და ზოგჯერ ადამიანს ტვინსაც აზიანებს. სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­შია გან­სა­კუთ­რებით იმ შემთხვევაში, თუ შეხ­ვდე­ბათ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე განმარტავს, რომელი ქვეყნებისთვის, რამდენად სახიფათოა ახალი შტამები.

კითხვაზე, არის თუ არა საქართველოსთვის საშიში ე.წ “შავი სოკო” ფხაკაძე ამბობს, რომ ეს უმეტესწილად ტროპიკული ქვეყნების პრობლემაა.

„”შავი სოკო” პირველად გავრცელდა ინდოეთში, მუმბაიში. საქართველოსთვის ნაკლებად საშიშია. ამ კუთხით ინდოეთში არის ბევრი კომბინაცია – სიღარიბე, სიბინძურე, სიცხე. ტროპიკული დაავადებები და ა.შ. ის საქართველოს ნაკლებად ემუქრება, რადგანაც ძირითადად ტროპიკული ქვეყნების პრობლემაა.

მჯერა, კორონავირუსს დავამარცხებთ, მაგრამ უნდა დავამარცხოთ სიმართლით და არა ტყუილებით. დინჯი, პრაგმატული ნაბიჯებით, პროფესიონალიზმით, რომლის ნაკლებობაც გვაქვს თითქმის ყველა მიმართულებით. პროფესიონალიზმი – ეს არის ერთადერთი გზა, რომ გამოვიდეთ ჩიხიდან“,- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ ვიდეომიმართვაში.