ვოლსკი: პანდემია გვიტევს და თუკი რაიმე პრობლემაა, ძალები უნდა გავაერთიანოთ

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლა შეაჯამა.

მისი თქმით, არსებული პრობლემების გადასაჭრელად ყველამ ძალები უნდა გააერთიანოს.

„ფაქტია, გაკეთებული და დაგეგმილი საქმეებით უნდა ვიმსჯელოთ და არა ინსინუაციებითა და შეძახილებით, რომელიც პარასკევის განხილვას ახასიათებდა. რა საკვირველია, პანდემია გვიტევს და თუკი რაიმე პრობლემები დღეს არსებობს, ყველამ ძალები უნდა გავაერთიანოთ და გადავჭრათ არსებული პრობლემები“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტში პრემიერის ანგარიშზე პოლიტიკური დებატები დღეს გაგრძელდება.