ვოლსკი: სასულიერო პირებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს

“ქართული ოცნების” წევრი, გია ვოლსკი ნინოწმინდის პანსიონის შესახებ აცხადებს, რომ სასულიერო პირებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როცა თავშესაფარში გამჭვირვალობა არ უზრუნველყვეს.

მისივე თქმით, პანსიონთან დაკავშირებით ტენდენციაა, რომელიც ვითარების ესკალაციისკენაა მიმართული.

“სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რასაკვირველია, პოლიტიკური ელფერი იმიტომ არ გასდევს, რომ ჩვენი ოპონენტები იძახიან, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ამას ჩვენც ვამბობთ. გამორჩეულად არის ტენდენცია, რომელიც ვითარების ესკალაციისკენ, ისტერიკისკენაა მიმართული. მე ვფიქრობ, რომ სასულიერო პირებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როდესაც გამჭვირვალობა არ უზრუნველყვეს. მსოფლმხედველური შეხედულებები ჩემიც განსხვავდება სახალხო დამცველის პოზიციებისგან, მაგრამ ნებისმიერი კარჩაკეტილობა, უპირველეს ყოვლისა, ბავშვებს აზიანებს”. – აცხადებს გია ვოლსკი.