თბილისში ხანძრის რამდენიმე კერაა

თბილისში, დირსის დასახლებაში ხანძარია. ტერიტორიაზე ცეცხლის რამდენიმე კერაა. როგორც TV4-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, იწვის მეორადი საბურავები და ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები მუშაობენ.

ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა. TV4 ინფორმაციას აზუსტებს.

ცეცხლი სხვადასხვა ლოკაციაზე ფონიჭალის დასახლებიდან შეინიშნება.