თინა ბებო გიორგი კეკელიძის ფონდის სტიპენდიატი გახდა

რუსთაველი მეეზოვე, 94 წლის აგრაფინა- თინა გრიგალაშვილი გიორგი კეკელიძის ფონდის სტიპენდიანტი გახდა. ამის შესახებ მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

“94 წლის აგრაფინა – თინა გრიგალაშვილი 52 წელი სკოლაში ასწავლიდა, ახლა კი რუსთავში, მშობლიურ ქალაქში მეეზოვედ მუშაობს. ის ჩვენი ფონდის უხუცესი სტიპენდიატია. დღეს სახლში ვესტუმრეთ და სასურველი წიგნები ჩავუტანეთ. მალე ქალბატონ თინას საკუთარი ახალი ბიბლიოთეკა ექნება.”- წერს გიორგი კეკელიძე.