თურქეთში კორონავირუსს 49 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5 575 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 59 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსის 5 359 728 შემთხვევა გამოვლინდა, 49 071 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5 224 224 გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის, 856 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულია.