იაგო ხვიჩია: შესაძლოა, ნიკა მელია აღმოჩნდეს ციხეში

„ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის მცირე ნაწილი თუ არ შეიცვლება, შეიძლება, ნიკა მელია აღმოჩნდეს ციხეში, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც ხვიჩია ამბობს, იმედი აქვს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს.

„იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა” დაგვიანებით, მაგრამ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. იცით, რომ ეს აქამდეც მომხდარა. თუ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ, გამოჩნდება უპასუხისმგებლობად, რადგან სარგებლობაა იმ პრივილეგიებით, რასაც ეს დოკუმენტი იძლევა, მაგალითად, 42-პროცენტიანი ბარიერი. მთელი კამპანია იქნება, რომ „ქართულმა ოცნებამ” ეს პროცენტი არ აიღოს. ეს ორი დამოკიდებულება ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.