ისანში, დირსის დასახლებაში, ცემენტის ქარხნის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებას რვა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცდილობს. ადგილზე მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის კერების ლოკალიზება დროულად შეძლეს, ამ დროისთვის ლიკვიდირების სამუშაოები მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი საბურავებს გაუჩნდა. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანება იყო.
TV4-ის ინფორმაციით, დამწვარია სავარაუდოდ, კერძო საწყობი.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.