“კომენდანტის საათის” მოხსნის საკითხზე საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებაზე საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს.

ჟურნალისტის კითხვაზე – როდის მოიხსნება ე.წ. კომენდანტის საათი გამყრელიძე პასუხობს:

“საკოორდინაციო საბჭო ყოველ კვირაში ერთხელ მსჯელობს ყველა აქტუალურ საკითხზე. დიდი ალბათობით ხვალ იქნება საბჭო, მერე პრესკონფერენცია და ამ კითხვას ხვალ გაეცემა პასუხი”,
– განაცხადა ამირან გამყრელიძემ.