კორონავირუსის 311 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – სტატისტიკა დღეს

საქართველოში კორონავირუსის 311 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 936 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 10 442 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,98 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,61 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,3 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 354 276 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 340 328 გამოჯანმრთელდა, 5 060 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 207 470 ადამიანი, დღიურად აცრილია 728.