საქართველოში კორონავირუსის 671 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში 657 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 593 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,35%, ბოლო 14 დღის – 2,47%, ბოლო 7 დღის – 2,5%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 357 591 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 343 377 გამოჯანმრთელდა, 5 131 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 225 666 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 441.